პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექტორთან ერთად დღეს გამამხნევებელი ვარჯიშით იწყებენ
28-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლის ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე დირექტორი ელგა თეთვაძე მოსწავლეებთან ერთად, ყოველ დილას გამამხნევებელი ვარჯიშით იწყებს. ხელმძღვანელი ბავშვებს ამით მოტივაციასა და განწყობას უმაღლებს. ისინი, ასევე, დაწყებითი კლასებიდანვე ეჩვევიან ვარჯიშს და იაზრებენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

დადებითი ენერგიით დამუხტული ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ პოზიტივს და ენთუზიაზმით აგრძელებენ სწავლას.

სკოლის დირექტორის ასეთი შემართება და ამაღლებული განწყობა თითოეული მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სწორედ მისგან იღებენ მაგალითს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203