დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
27-03-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. შესაბამისად, სკოლაში, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მე-7 კლასში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, რომელსაც ვიქტორინის ფორმა ჰქონდა.
ყველა საგანში წარმოდგენილი იყო თითო შეკითხვა.

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

პირველი ადგილი წილად ხვდა ნინო აშორტიას, მეორე ადგილი - თანაბარი ქულებით გიორგი გოგიასა და იოანე ჯიჯელავას. ხოლო მესამე ადგილი მარიამ ქობალიამ დაიკავა. 

მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

ღონისძიებას უძღვებოდნენ - ნანი წულაია, ია კალანდია და მაია გოგია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებით მოსწავლეთა მოტივირება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203