პტენის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა ქართველი მხატვრების ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
28-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ქართველი მხატვრები“ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს ისეთი ცნობილი და გამორჩეული მხატვრების შესახებ როგორებიც არიან: ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი.

მე-7 კლასელებმა ისაუბრეს, თუ რა გამოარჩევს თითოეულ მხატვარს სხვებისგან. მათი შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ მოძიებული საინტერესო ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობა ბავშვებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...