პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლეონარო და ვინჩის, ვინსენტ ვან გოგისა და ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს 
27-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ.

ისინი აქტიურობითა და მოტივაციით გამოირჩევიან. ამჯერად, მორიგი საინტერესო აქტივობა მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს. მათ პრეზენტაცია მოამზადეს, რომლის თემაც ხელოვნების ნიმუშები იყო. 

მოსწავლეებმა გულმოდგინედ იმუშავეს, მათ ლეონარო და ვინჩის, ვინსენტ ვან გოგისა და ნიკო ფიროსმანის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და პრეზენტაცია ააწყვეს. გარდა ამისა, მათ ყურადღება ამავე მხატვრების ნამუშევრებზეც გაამახვილეს. 

თითოეულმა მათგანმა ცოდნა გამოავლინა და დრო ნაყოფიერად გაატარა. 

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203