ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იზეიმეს
27-03-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დირექციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს მიულოცეს ეს წარმატება. მათ, სიმბოლურად საფეხბურთო ბურთზე ხელმოწერებით გამოხატეს საკუთარი ემოციები.

ამ დღისგან გამოწვეული ემოციები მთელ სასკოლო საზოგადოებას დიდხანს გაჰყვება.

26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა UEFA EURO 2024-ის საგზური მოიპოვა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203