პტენის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე თემო ველიჯანაშვილი სალამურის ისტორიას საინტერესო პრეზენტაციით გვიყვება 
27-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ისინი სასწავლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, სალამურის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მეექვსე კლასის მოსწავლე თემო ველიჯანაშვილმა მოამზადა. მან შესაბამისი ინფორმაცია მოიძია, დაახარისხა და ცოდნა გამოავლინა. 

მოსწავლემ ყურადღება არაერთ საინტერესო ფაქტზე გაამახვილა.

„საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური ძეგლებითაც. როგორც ცნობილია, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულმა მასალებმა, საქართველოს ისტორიის მრავალ საკითხს მოჰფინა ნათელი, მათ შორის, ქართველი ხალხის მუსიკალურ წარსულს“,- ვკითხულობთ თემო ველიჯანაშვილის პრეზენტაციაში.

 იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203