საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი - „არსიანი“ საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილეობდა
01-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში, სადაც ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

26 მარტს, სამების საპატრიარქოს ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეჯიბრი-კონკურსი - „ ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, სადაც მონაწილეობდა თამარ მეფის გიმნაზიის უმცროსი ასაკის მოსწავლეთა გუნდი - „არსიანი“, შემდეგი შემადგენლობით:

მართა ალთუნაშვილი (კაპიტანი);
 ნინო მარიამიძე;
მარიამ შაქარიშვილი;
ლაზარე მაისურაძე;
და ილია პაიკიძე.

გუნდს მხარდამჭერების სახით თან ახლდა გიმნაზიის ნორჩ მგალობელთა გუნდი. მათ ღონისძიებაზე შეასრულეს ორი საგალობელი - „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ და თამარ მეფის ტროპარი.

მოსწავლეებს თან ახლდნენ მუსიკის პედაგოგი ლელა ხომასურიძე და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებულია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203