„დავიცვათ ტყეები დაბინძურებისგან, დაწვისა და გაჩეხვისგან!“ - ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს
27-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-6, მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს აქცია - „დავიცვათ ტყეები დაბინძურებისგან, დაწვისა და გაჩეხვისგან“. 

​აქციას ორგანიზება სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელმა - ანნა პეტროსიანმა გაუწია. 

მოსწავლეებმა საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს და ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობა შეახსენეს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. გარემოსდაცვითი დღესასწაულის მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203