ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკის ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს
27-03-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-4 კლასში ჩატარებული მუსიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი, რომელსაც მასწავლებელი ეთერ ფაცია ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. 

მოსწავლეებმა იმოგზაურეს მუსიკის ზღაპრულ სამყაროში, გაიხსენეს მუსიკალური ბგერები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოისმინეს სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები, შეადარეს ერთმანეთს და განასხვავეს მათი შესრულების ტემპი, სტილი, ჰარმონიულობა, შესრულების ფორმები, გაარჩიეს მუსიკალური ნაწარმოები, წაიკითხეს დაფაზე მასწავლებლის მიერ დაწერილი ნოტები და ტაშის დაკვრით შეასრულეს წაკითხული.

„მიხარია, რომ ამდენი რამ იციან ჩემმა პატარებმა, მათ უყვართ მუსიკის გაკვეთილები. მადლობა იზო მასწავლებელს. მინდა შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო...“,- აღნიშნავს პედაგოგი, რომელიც მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203