თბილისის N133 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მათემატიკის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
27-03-2024
თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა ლალი ხუსკივაძემ მათემატიკაში საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა, რომლის თემაც იყო უცნობი თანამამრავლის პოვნა განტოლებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მთელი კლასი აქტიური იყო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

„მოსწავლეები ფლობენ მათემატიკურ ტერმინებს, ცნებებს და იყენებენ სავარჯიშოების გადაჭრისას. უსმენენ ერთმანეთს, მასწავლებელს, ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს, მოჰყავთ არგუმენტები, კამათობენ და მიდიან სწორ დასკვნებამდე. მადლობა ქალბატონ ლალი ხუსკივაძეს მუხლჩაუხრელი შრომისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203