თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპელი ავტორების დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
27-03-2024

თბილისის N190 საჯარო სკოლაში ევროპელი ავტორების დღე ლიტერატურული ღონისძიებით, ბიბლიოთეკაში აღინიშნა. 

ამ დღის აღსანიშნავად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემად, ესპანელი კლასიკოსის, მიგელ სერვანტესის ლეგენდარული ნაწარმოები - „დონ კიხოტი“ აირჩიეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები: დონ კიხოტი და მისი მეაბჯრე სანჩო პანსა, მოსწავლეთა საყვარელ გმირებად იქცნენ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს პერსონაჟთა საუკეთესო თვისებებზე და პარალელი გაავლეს თანამედროვეობასთან.

აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ჭელიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203