მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
27-03-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში განსაკუთრებით აღინიშნა დედის დღე, მას მრავალფეროვანი და ემოციური ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება სკოლის უცხო ენების კათედრამ ჩაატარა, მოსწავლეებმა ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და თბილი ფრაზებით მიულოცეს დედებს ეს ლამაზი დღე. 

სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის, ღონისძიება ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203