ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპელი ავტორების დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
27-03-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლა ევროპელი ავტორების დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ქართული ენის მასწავლებლის ნინო აზირაშვილის ორგანიზებით, V-VI  კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

მოსწავლეებმა ევროპელი საბავშვო მწერლების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი საყვარელი ავტორები და პერსონაჟები მიმოიხილეს. გარდა ამისა, წაიკითხეს ნაწყვეტები ასტრიდ ლინდგრენის, კარლო კოლოდის, ქრისტიან ანდერსენის, რადიარდ კიპლინგის ნაწარმოებებიდან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ პეპისა და კარლსონის სამყაროში ცოტა ხნით იმოგზაურეს, პინოქიოსთან ერთად ბევრ უსიამოვნებაშიც გაეხვივნენ, გული აუჩუყდათ, როცა წარმოიდგინეს პატარა გერდა როგორ დაჰყურებდა მძინარე ბიჭს, თანაგრძნობა გამოხატეს მაუგლის მიმართ, როცა იგი მაიმუნებმა მოიტაცეს.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში და გამოთქვეს სურვილი, რომ ამ ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმებიც ერთად ნახონ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203