„ძველის შენარჩუნებით, შევქმნათ ახალი“ - დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო გაკვეთილი
27-03-2024
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში მორიგი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მშობლიური ენის გაკვეთილისთვის მოსწავლეებმა ტრადიციული კერძები საკუთარი ხელით მოამზადეს.
მათი დევიზი იყო - „ძველის შენარჩუნებით, შევქმნათ ახალი“. მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს