თბილისის N178 სკოლაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
26-03-2024
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლასა და პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაიგეგმა.
პროექტის სახელწოდება „პროფესიული განათლების პოპულარიზაცია“, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიანიშნებს მის მიზანზეც, რომელიც სასკოლო საზოგადოების წარმოდგენების პოზიტიური კუთხით შეცვლაზეა ორიენტირებული.
პროექტი მოიცავს სასკოლო საზოგადოების აზრის კვლევას და სხვადასხვა ინტერვენციებს, რაც ხელს შეუწყობს არსებული წარმოდგენების შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცვლას პროფესიული განათლების შესახებ.
პროექტი ხორციელდება მე-9 კლასებში.
„ის მომდევნო წლებშიც ციკლურად გაგრძელდება სკოლაში, რადგან პროფესიული განათლების კუთხით სასკოლო საზოგადოების ინფორმირება და მოსწავლეების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტის ხელმძღვანელები: თამარ ცანავა, ანი სუხიტაშვილი და გოგა ჭანტურია არიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს