დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 155-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
27-03-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიებაში ერთვებიან.

მათ შორის იყო ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც დაწყებითი საფეხურის III, IV, V კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სცენაზე მწერლის ზღაპრებიდან, ეპიზოდები გააცოხლეს და სპექტაკლი შესანიშნავად გაითამაშეს.

ღონისძიება სოფლის კლუბში ჩატარდა. სპექტაკლი მაყურებლისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეთა შემოქმედებითობამ დამსწრე საზოგადოება მოხიბლა. 

აქტივობა დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებლის - ანნა დარბინიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203