მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩარლზ დიკენსის შემოქმედებას გაეცნენ
27-03-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში ევროპელი ავტორების დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ბავშვები საყვარელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას გაეცნენ. მხატვრულად წაიკითხეს ნაწყვეტები წიგნებიდან და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს შტაბეჭდილებები გაუზიარეს და თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე მოუყვნენ. 

სკოლაში მადლობას უხდიან მასწავლებლებს: სალომე ზაბახიძეს და ეკატერინე დეკანოიძეს ღონისძიების ორგანიზებისათვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203