„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები!“ - აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო შეხვედრა
27-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. 

აღსანიშნავია, რომ კამპანიის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინკლუზიური განათლების კლუბ - „ტოლერანტის“, წევრებმა გამართეს საინფორმციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან. კლუბის ერთმა ჯგუფმა ისაუბრა დაუნის სინდრომის დღის დაწესებაზე, 21 მარტისა და ჭრელი წინდების მნიშვნელობაზე, დაუნის სინდრომზე და ამ სინდრომის სხვადასხვა შემთხვევებზე, მახასიათებლებზე, ეთიკის ნორმების დაცვაზე დაუნის სინდრომის მქონე პირებთან.

მეორე ჯგუფმა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრა და გამიჯნა მითები რეალობისგან.

მესამე ჯგუფმა კი, დაუნის სინდრომის მქონე ცნობილ ადამიანებზე ისტორიები მოყვა, ბიოლოგიის მასწავლებლის - ნესტან დუმბაძის ხელმძღვანელობით. 

ხელოვნების მასწავლებლის - თამარ ფალავანდიშვილის დახმარებით, პატარებმა გაალამაზეს დღე ჭრელი წინდებით. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დასრულდა ვიდეოგზაავნილით -  „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები!“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203