ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მშობელთა კლუბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
27-03-2024

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მშობელთა კლუბი „მეგრული სამზადი“, ფუნქციონირებს. 

აღსანიშნავია, რომ კლუბი სკოლაში მიმდინარე პროექტის - „ოდაბადეს“, ფარგლებში შეიქმნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის საქმიანობა მიმართულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, კერძოდ მეგრული კერძების, მათი მომზადების წესის, რიტუალური გასტრონომიისა და ტრადიციული კულინარიული წეს-ჩვეულებების დაცვასა და აღდგენისკენ.

აღსანიშნავია, რომ კლუბი ხელს უწყობს მშობლებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობას ფორმალური და არაფორმალური განათლების ცოცხალ პროცესში.

ამჯერად, სკოლაში გაიმართა კლუბის სამუშაო შეხვედრა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბებულ გასტრონომიის აკადემიის წარმომადგენლებთან. 

ცნობისთვის, გასტრონომიის აკადემიის მიზანია გასტრონომიული ტრადიციების მოძიება, აღნუსხვა, შენახვა და განვითარება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შეხვედრამ აქტიურად და ნაყოფიერად ჩაიარა. აღნიშნული აქტივობა გრძელვადიანია და მომავალშიც ითვალისწინებს მსგავსი ხასიათის თანამშრომლობას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203