ფაჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
27-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.

ახლახან, ფაჩხის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური, საცეკვაო და იუმორისტული ნომრები.

მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203