როგორ შეძლებენ აბიტურიენტები 2018 წელს საგამოცდო ბარათების მიღებას
29-05-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელსაც აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) ამობეჭდავენ.
ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.