კორბოულის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენის მიზნობრივი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
27-03-2024

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოწაფერთა მოტივაციაზე აისახება. 

25 მარტს, V კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - My Favourite Animal. გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და გაჯერებული იყო მიზნობრივი აქტივობებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს განევითარებინათ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები, წინარე ცოდნაზე დაფუძნებით, ახალი ინფორმაცია დაშენებინათ და ზეპირსიტყვიერად გადმოეცათ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ:

  • გაკვეთილი ჩატარდა გეგმის შესაბამისად და მასწავლებელმა მიაღწია დასახულ მიზანს;
  • გაკვეთილი ინგლისურ ენაზე წარიმართა და არ იყო საჭირო ინსტრუქციების მიცემა ქართულად. ( მხოლოდ ახსნის დროს, რათა მთელი კლასისთვის და კათედრის წევრებისთვის ერთ დონეზე გასაგები ყოფილიყო დასმული კითხვები);
  • მოსწავლეებმა სწორად შეასრულეს დავალებები როგორც ძველი, ასევე ახალი მასალიდან;
  • მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი ჯგუფურ მუშაობას;
  • საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე იყო ჩართული შესაძლებლობების მიხედვით. 
მსგავსი ტიპის გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხივ განვითარებას ემსახურება, რაზეც კორბოულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203