„რა უყვართ ბავშვებს?“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია
28-03-2024

​ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ, მოსწავლეებს ისეთი საგაკვეთილო პროცესში შესთავაზონ, რომ მათი ინტერესი და აქტიურობა გამოიწვიონ. 

ამის ნათელი მაგალითია, კომპლექსური დავალება, რომელზეც II კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაში იმუშავეს. 

„რა უყვართ ბავშვებს“ - ეს იყო დავალების თემა, რომლის პრეზენტაცია მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს. 

უფროსების მიბაძვა, დიდების საქმის კეთება, თავიანთ ფანტაზიებში ყოფნა, ბავშვური სამყაროს შექმნა - ყოველივე ეს პოსტერებით გამოხატეს პატარებმა და თაავიანთი შემოქმედებითი წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პოსტერები იყო ფერადი და მრავალფეროვანი, პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

გაკვეთილს მასწავლებელი მადონა სულაქველიძე ხელმძღვანელობდა, კლასი დამრიგებელი კი იზა დავგულიძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას კათედრის გამგე ელისო მეტრეველი ესწრებოდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203