„დედა უკვდავია“ - ემოციური ღონისძიება წაბლანის საჯარო სკოლაში
27-03-2024

ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დედა უკვდავია“, რომელშიც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სკეტჩები გაითამაშეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბევრი ღიმილით, საჩუქრებითა და სიყვარულით იყო დატვირთული.

ღონისძიება ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, მშობლებსა და დამრიგებლებს: ნაზიბროლა აბაშიძესა და სოფიკო ბოლქვაძეს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების მოწყობა/ჩატარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203