„ციფრული მოქალაქეობა“​ - კორტოხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაციები და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა
28-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობენ და იკვლევენ, უჩნდებათ კითხვები და პასუხის გასაცემად კვლევის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. 

კვლევის ფარგლებში - „ციფრული მოქალაქეობა“ ჩატარდა მორიგი შეხვედრა, სადაც X, XI, და XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები თემაზე:

  • „გლობალიზაცია და ურთიერთდამოკიდებულება“;
  • „სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა“;
  • „იდენტობა და მრავალფეროვნება“;
  • „მშვიდობა და კონფლიქტი“.

„საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში, მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიან და წარმატებებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203