წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდნენ 
28-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მე-9 კლასის მოსწავლეები საინტერესო აქტივობით ჩაერთნენ მსოფლიო კამპანიაში - „დედამიწის საათი“. 

მოსწავლეებმა საზოგადოებას მოუწოდეს შემდეგი გზავნილებით -  „თუ გვსურს, რომ შევინარჩუნოთ!“, „სიმშვიდე და დიდება“, „გვახსოვდეს, რომ დედამიწას გაფრთხილება სჭირდება!“.

კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებმა სანთლის შუქზე იმეცადინეს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია რესურსების დაზოგვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203