კორტოხის საჯარო სკოლის ექთანმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა
27-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციული და შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა. 

აქტივობა სკოლის ექთნის მარინე პაქსაძის ხელმძღვანელობით და მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა.

მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, მისი დაარსების ისტორია მოისმინეს და მრავალფეროვანი პალაკატები დაამზადეს. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელს და წარმატებებს უსურვებს მონაწილე მოსწავლეებს. 

აღსანიშნავია, რომ 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს ეგიდით 2011 წლიდან აღინიშნება. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით - „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიციად დამკვიდრდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203