თბილისის N36 სკოლის აქტიური გარემოსდამცველები და მათი „შვილობილი“ მცენარეები, რომელთა ზრუნვის პასუხისმგებლობაც სკოლის დამთავრებამდე აიღეს
28-03-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „დედაბუნების მინიონები“. ეკოკლუბელები აქტიური გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან და საზოგადობას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს. ეკოკლუბის ორგანიზებით, სკოლის ეზოში კლასებმა დარგეს „შვილობილი“ მცენარე, რომელზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც აიღეს სკოლის დამთავრებამდე. სულ დაირგო 7 მცენარე.

სკოლის ეზოს გამწვანებაში მონაწილეობდნენ - მე-6, მე-7, მე-8, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203