თბილისის N36 სკოლის ეზოს დასუფთავების აქცია ეკოკლუბის ორგანიზებით ჩატარდა 
27-03-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვით გამოირჩევიან. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც ბავშვებს ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს - ეკოკლუბი „დედაბუნების მინიონები“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

20 მარტს, სკოლის ეზოს დასუფთავების ღონისძიება გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობა ჩატარდება ყოველ თვის ბოლო პარასკევს, რომლის ორგანიზებასაც სკოლის ეკოკლუბი გაუწევს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203