აბაშის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
26-03-2024

აბაშის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო აქტივობები იმართება.

​ამჯერად, სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სლოგანით - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ ეკოკლუბი „ნიკეს“ წევრებმა განახორციელეს და ის საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს. მათ, ერთად, დაამსხვრიეს დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203