თბილისის N36 სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე გასვლითი ღონისძიებით აღინიშნა
26-03-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა დიდი ყურადღება ეთმობა. 

ნარჩენების გადამუშავების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციას“, ეწვივნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის ფარგლებში, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“, აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა და ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ირმა პატარაიამ მოსწავლეებს ნარჩენების მართვის სისტემის შესახებ საინტერესო და კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვის სისტემა და ევროპული მოდელი, ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203