ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ 
26-03-2024

ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! - ჩვენც შევუერთდით ჭრელი წინდების კამპანიას“ - მოსწავლეებმა საერთაშორისო გამოწვევა მიიღეს და ეს დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნეს. 

მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, მოისმინეს მისი დაარსების ისტორია და სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს და ფლეშმობი მოაწყვეს.

დღე საკმაოდ ინფორმაციული, შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ისინი დიდი ინტერესით ჩაერთნენ აქტივობაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203