გეტას საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი და სხვა საინტერესო აქტივობები
26-03-2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშება.
გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება განხორციელდა. მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, ნამუშევრები შექმნეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ფლეშმობი მოაწყვეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს