„ზეიმობდა პოეზია - უპირველეს ყოვლისა“- ლიტერატურული ღონისძიება მუხურის თემის საჯარო სკოლაში
26-03-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამორჩეული და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ანა ნაჭყებიას სადამრიგებლო VIII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. მათ ამ დღის შესახებ ისაუბრეს და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები წაიკითხეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოს საშუალო საფეხურის მოსწავლეები შუერთდნენ და მას საოცარი ელფერი შემატეს. ღონისძიებას  პედაგოგები - ნატო ჯოლოხავა და ლარისა მალანია ხელმძღვანელობდნენ.

„სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღემ ჩაიქროლა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებასთან ერთად. თითოეულ მონაწილესა და მსმენელს მოუტანა წარუშლელი, ძნელად დასავიწყებელი ემოცია. ზეიმობდა პოეზია - უპირველეს ყოვლისა და აქ არაფერი არ ხდებოდა უსიყვარულოდ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203