სადმელის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე დავით ჩიტალაძემ საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზა
26-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა სახის ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში პედაგოგ ც. ჯანგიძის სადამრიგებლო მე-5 კლასის მოსწავლის - დავით ჩიტალაძის მიღწევით ამაყობენ. მან ჭადრაკში იმერეთის ღია საკავალიფიკაციო ტურნირზე, 8 წელს გადაცილებულ უთანრიგო ვაჟთა შორის, წარმატებით იასპარეზა. მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა და 5.5 ქულით, 41 მონაწილეს შორის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ის ამბროლაურის სასპორტო სკოლის მოსწავლეცაა, ხოლო მისი მწვრთნელი ზ. კობახიძე გახლავთ. სადმელის საჯარო სკოლაში მეხუთეკლასელის მიღწევით ხარობენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203