ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
ამჯერად კი, სკოლის წიგნის ფონდი კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და გამდიდრდა. სკოლაში „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მათ სკოლას მოსწავლეთათვის მეტად საინტერესო და საჭირო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადასცეს.
სასკოლო საზოგადოებამ საჩუქრით გაიხარა, ეს მოსწავლეთა დამატებითი მოტივაციის წყაროა.
„მადლობას ვუხდით გამომცემლობის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: