წეროვნის N2 სკოლის მოსწავლეები წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
26-03-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

24 მარტს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავი გავიდა. მოსწავლეები - ანდრია შოთნიაშვილი, ნანუკა ნიკოლიშვილი და ნატალი ნიკოლიშვილი, პედაგოგ ზინა ემინოვის ხელმძღვანელობით, სწორედ ამ დღისამი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა საგალობელი შეასრულეს და სახელოვან წინაპარს პატივი მიაგეს.

მათ ამ დღის მნიშვნელობა უკეთ გაიაზრეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203