ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის - „ინფორმირება პრობლემებს ამცირებს“, ფარგლებში შეხვედრა გამართეს
26-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, კლუბ „ვერნებმა“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ინფორმირება პრობლემებს ამცირებს“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრა ითვალისწინებდა პროექტის გაცნობას, საორგანიზაციო საკითხების განხილვასა და მეთოდების შემუშავებას.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საინტერესოდ იმსჯელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203