
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო კონკურსები იმართება.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო შეჯიბრი „მათემატიკური ჭიდილი“, მათემატიკის კათედრის ინიციატივითა და მათემატიკის მასწავლებლის: რამაზ აბულაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
კონკურსზე წარდგენილ აქტივობებს, როგორც გვიყვებიან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლოგიკურ და სახალისო ამოცანების ამოხსნაში ჩართული იყო მთელი აუდიტორია.
შეჯიბრში მონაწილეობდა სამი გუნდი: „თალესი“, „პითაგორა“ და „გორდია“. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა გუნდმა - „თალესმა“, რომლის კაპიტანი ელდარი ბოლქვაძე გახლდათ, ხოლო ინდივიდუალურ ტურში გამოვლინდა სამი გამარჯვებული: ალეკო აბულაძე, ირაკლი აბულაძე, რამაზ აბულაძე.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
დირექცია მადლობას უხდის შეჯიბრის ხელმძღვანელს - რამაზ აბულაძესა და მონაწილე მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: