
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოსა და არაფლოს საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ამჯერად, აღმამედლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფლოს სკოლას სტუმრობდნენ.
სკოლების წარმომადგენლებმა გაზაფხულის დღესასწაული ერთად აღნიშნეს, ინტელექტუალური და სახალისო აქტივობებით დატვირთული დღე საინტერესოდ წარიმართა.
აღმამედლოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის არაფლოს საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის.
„მადლობა მასპინძლობისთვის არაფლოს საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელ ელისო პაპასქუას და მის არაჩვეულებრივ მოსწავლეებს“, - აღნიშნავს აღმამედლოს საჯარო სკოლის პედაგოგი მედეა ხაჩიძე.
იხილეთ ფოტოები: