მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები
26-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა. 

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანდნენ II კლასის მოსწავლეები და პედაგოგის დარიკო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ეს დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

მოსწავლეები ამ დღის დაარსების ისტორიას გაეცნენ, მის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ისაუბრეს და სასკოლო საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებისკენ მოუწოდეს. 

დღე მოსწავლეებისთვის შემეცნებითი, საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203