წყალტუბოს N1 სკოლაში, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
27-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.

მათ შორის აღსანიშნავია, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ეკოკლუბისა და თვითმმართველობის გუნდის ორგანიზებით ჩატარდა. 

სპეციალისტი მოსწავლეებს დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ესაუბრა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა აღნიშნა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება, დაავადებასთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ამაღლება და სტიგმის დაძლევა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203