დიდაჭარის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
26-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის პედაგოგების - მავი წულუკიძის, დალი წულუკიძის
ლიანა დეკანაძისა და მერი გობაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

აქტივობა სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო. 

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ -  ამ მოწოდების ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები, გაეცნენ ამ დღის არსსა და მნიშვნელობას და სინდრომის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203