წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო მასტერკლასს დაესწრნენ
26-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებუოლი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წახალისებას ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში. 

ამჯერად, მოსწავლეები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის, ლადო აფხაზავას მასტერკლასს დაესწრნენ, რომელიც ეხებოდა თემას - „მომავლის გამოწვევები და ფიქრები განათლებაზე“. 

მასტერკლასი 23 მარტს, ქუთაისში ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“, საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა. 

მასტერკლასს წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:ლუკა ტყაბლაძე (თავმჯდომარე), ანა ფანცხავა და IX კლასის მოსწავლე ერეკლე გედენიძე ესწრებოდნენ. 

სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით მადლობას უხდიან დღის ორგანიზატორებს: მარია გეთიაშვილსა და ლადო აფხაზავას.

სასკოლო საზოგადოებამ კი, განსაკუთრებულ მადლობა გადაუხადა დირექტორს ფაქიზო ფანჩულიძეს, რომლის მხარდაჭერითაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ მასტერკლასს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203