დანისპარაულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
26-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები გამართეს, შექმნეს პლაკატები, მრავალფეროვანი რესურსები და საკლასო სივრცეში გამოფინეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მის დაარსების ისტორიას გაეცნენ და თავიანთი შეხედულებები ერთმანეთს გაუზიარეს და სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელოვნების პედაგოგი რუსუდან გელაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებისთვის დღე საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203