მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „აქტიური მოქალაქისა და ტოლერანტობის" საგანმანათლებლო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა
26-03-2024
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად უჭერენ მხარს არაფორმალურ განათლებაში მოსწავლეთა ჩართულობას. მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს მიაწოდონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ და გაზარდონ მათი ინტერესი სხვადსხვა მიმართულებით. 

ამჯერად ა(ა)იპ „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ „აქტიური მოქალაქისა და ტოლერანტობის"  საგანმანათლებლო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბაკურიანში გაიმართა. სკოლიდან პროექტში სამი მოსწავლე იყო ჩართული მათ შორის: მერაბ ბურჯანაძე, ანზორ ბურჯანაძე და გოდერძი ჭულუხაძე.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განივითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარები, აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203