
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლა აგრძელებს სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კუთხით.
აღსანიშნავია, წინა კვირას საბუნებისმეტყველო კათედრის მიერ გამოცხადებული კვირეულის საინტერესო და სახალისო ღონისძიებები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კათედრის წევრი პედაგოგები - ირმა ჩალიგავა და თინა შანავა.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სახის აქტივობები: „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“, „სუფთა დედამიწა ჩვენი სახლია“, „გავუფრთხილდეთ მცენარეებს“, „ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“, „სუფთა წყალი ჩვენი ჯანმრთელობაა“.
მოსწავლეების ჩართულობა იყო მაღალი.
„მადლობა თითოეულ მონაწილე ახალგაზრდას და იმ პედაგოგებს, რომლებმაც საინტერესო კვირეული მოაწყვეს სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: