
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
სკოლაში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლამაზი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის I-XII კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, სპექტაკლი დადგეს.
წარმოდგენა შთამბეჭდავად წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. მოსწავლეთა შემოქმედებითობით მოხიბლულმა მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტები არ დაიშურა.
იხილეთ ფოტოები: