საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს კონფერენცია მიეძღვნა 
29-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბისა და ისტორიის კათედრის ინიციატივით, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია.

კონფერენცია მოიცავდა შემდეგ თემებს: 

  • ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტის შესახებ, რომელიც ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე 1917 წლის ძველი სტილით 12 მარტს მიიღო. მომხსენებელი - ეკატერინე გორგაძე;
  • ქრისტეს პირველი მქადაგებელი საქართველოში - მომხსენებელი მარიამ კუჭაშვილი;
  • რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამოციქული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და იმერეთის საეკლესიო აჯანყება. მომხსენებელი - დავით დუგლაძე და ხატია აბრამიშვილი;
  • ეგზარქოსების მოღვაწეობა. მომხსენებელი - ანასტასია ხატელაშვილი და თამარ მუჯირიშვილი;
  • საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წლის 12 მარტს. მომხსენებელი - ირაკლი ბაბუცაშვილი და ავთანდილ ხოსრუაშვილი.

კონფერენცია ჩატარდა გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის რექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე საკითხთა ორგანიზატორი ნათია პაპინაშვილი, ისტორიის პედაგოგი თეა ხარაზიშვილი, საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე, რელიგიის პედაგოგი ივერი მერკვილაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203