დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო პლაკატები და ბროშურები დაამზადეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
სკოლის მე-5 კლასში, დამრიგებლის - ზაირა გურაშვილის ხელმძღვანელობით კლასის საათი თემაზე - „მზის შვილები“ ჩატარდა.
ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და აქტივობებში ჩაერთნენ.
მათ ასევე საინფორმაციო ბროშურები დაამზადეს, შექმნეს პლაკატები, გააფერადეს ამობეჭდილი რესურსი და დარწმუნდნენ, რომ „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.
აქტივობები ბავშვებისთვის საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი იყო.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: